გიორგი სოსიაშვილი - ლაჩრობაა, როდესაც შენი სახელმწიფოს წინსვლა-გაძლიერების აღიარება არ გინდა

"მჯეროდა, რომ 8 ნოემბერი ჩვენი გაერთიანების დღე იქნებოდა, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია თავისას არ იშლის და მუდმივად გვესმის ბრალდებები, პროვოკაციული გამოხტომები. მახსენდება შოთა ნიშნიანიძის სტრიქონი: "წუთისოფელი ომია, ომი ფუტკრის და კრაზანის“.  საინტერესოა, ამ კრაზანის როლში როდემდე უნდა იყოს ადამიანი, თანაც საკუთარ სამშობლოსთან და არ გახარებდეს შენი სამშობლოს წინსვლა და გაძლიერება? ვხედავთ, რომ ყავლი გაუვიდა ოპოზიციის შეფასებას, რუსის ყველა ბრუნვაში ძახილს. ამას აბრალებს ხელისუფლებას ის ძალა, რომელმაც თავისი გაუაზრებელი, უგუნური პოლიტიკით მტერს ჩააბარა შიდა ქართლის ძირძველი ტერიტორია და მავთულხლართებით გადააღობინა მტერს ეს მიწა-წყალი.  ამას აბრალებს ხელისუფლებას ის ძალა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, უამრავი სტრატეგიული ობიექტი გადასცა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. ის ძალა, რომელმაც ამ ჩაბარებულ ტერიტორიას „ქვების გროვა“ უწოდა. ხალხი ძალიან კარგად ხედავს, სად არის სიბნელე და სად არის ჩვენი ნათელი, სწორი გზა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმედია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება ოპოზიციისა და პოზიციის გაერთიანების საბაბი.

"ლაჩრობაა, როდესაც შენი სახელმწიფოს წინსვლა-გაძლიერების აღიარება არ გინდა.  ლაჩრობაა, როდესაც ბრძოლის ველიდან გარბიხარ და სხვას გმირობას სთხოვ, როდესაც საკუთარი ცოდვების სხვაზე გადაბრალებაზე ხარ ორიენტირებული. იმედი მაქვს,  დეკემბერში, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭება გამოცხადდება, ეს დღე მაინც გადაიქცევა ჩვენი გაერთიანების დღედ“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

უახლესი ამბები