ლავროვის ჩასვლის მიუხედავად ბორელი ეუთოს მინისტერიალს დაესწრება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთოს მინისტერიალს დაესწრება. ამის შესახებ მან ბრიუსელში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ცნობილია, შეხვედრაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიღებს მონაწილეობას, რის გამოც უკრაინის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას არ დაესწრებიან.

უმაღლესი ევროპელი დიპლომატის თქმით, მას აქვს "გარკვეული გამოცდილება ბატონ ლავროვთან რთულ ვითარებაში საუბრისა“.

"მე წავალ ეუთოს სხდომაზე - ჩვენ ვართ ორგანიზაციის წევრები, უნდა წარმოვადგინოთ ჩვენი პოზიცია და რაღაც დავაპირისპიროთ რუსეთის პოზიციასთან. არ მინდა, რომ ევროკავშირის სკამი ცარიელი იყოს. მე იქ ვიქნები", - განაცხადა ბორელმა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლავროვთან ცალკე შეხვედრა არ ექნება, რადგან სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბრიუსელში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები