ნინო ქადაგიძე - ქართული მართლმსაჯულება სრულად დაცლილია კორუფციისგან

ვერანაირად ვერ მივიღებ ვერავისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, მითითებას იმის თაობაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ განაცხადა.

"ჩვენ არ გვაქვს არცერთი მტკიცებულება და ვერანაირად ვერ მივიღებ ვერავისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, მითითებას იმის თაობაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია. ქართული მართლმსაჯულება სრულად დაცლილია კორუფციისგან და ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის.

სასამართლოში შემოსვლა არ არის მარტივი. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მკაცრად ხდება იმ კვალიფიკაციის შემოწმება და იმ სტანდარტების შესაბამისობის დადგენა, რომელსაც თითოეული მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს. აქედან გამომდინარე, ყველა გასაუბრება, ბოლო პერიოდში, ჩატარდა ღიად და საჯაროდ და თქვენ თუ დამისახელებთ რომელიმე პირს, რომელიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და სასამართლო სისტემაში არ იქნა დაშვებული, მაშინ თქვენს წინაშე და საზოგადოების წინაშე მოვიხდი ბოდიშს", - აცხადებს ქადაგიძე. 

უახლესი ამბები