ზელენსკი - ომი უკრაინაში ახალ ეტაპზეა, დარწმუნებული ვართ ჩვენს ქმედებებში, ვიბრძვით იმისთვის, რაც ჩვენია

ომი უკრაინაში ახალ ეტაპზეა, მოსალოდნელია, რომ ზამთარი გაართულებს საბრძოლო მოქმედებებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Associated Press-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს ომის ახალი ეტაპი და ეს ფაქტია. ზამთარი ზოგადად ომის ახალი ეტაპია", - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ის კმაყოფილია კონტრშეტევის შედეგებით, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უკან არ იხევენ და ებრძვიან "მეორე არმიას" მსოფლიოში.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა არ დათმობს.

"ჩვენ ვკარგავთ ხალხს, არ მივიღეთ ყველა ის იარაღი, რაც გვინდოდა, არ შემიძლია ბედნიერი ვიყო, მაგრამ არც ზედმეტად ვიწუწუნებ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღიარა, რომ უკრაინის ხელისუფლება თავდაცვის ძალების ზაფხულის კონტრშეტევისგან უფრო სწრაფ შედეგებს ელოდა, მაგრამ ამის მიღწევა ვერ მოხერხდა. მან განმარტა, რომ უკრაინას არ მიუღია ყველა საჭირო იარაღი და ეს ხელს უშლიდა სწრაფ პროგრესს.

"ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ძალა, რომ სწრაფად მივაღწიოთ სასურველ შედეგებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს ქმედებებში. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რაც ჩვენია", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, აღნიშნავს, რომ გარკვეული წარმატებები მიღწეულია. უკრაინულმა ჯარებმა მოახერხეს თანდათან წინსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტები უკეთ იყვნენ შეიარაღებული და გამაგრებული, რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმებმაც შედეგი გამოიღო.

ზელენსკი ახლა უკრაინაში იარაღის წარმოების გაზრდაზეა ორიენტირებული, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილია გამოყოფილი, თუმცა სიმძლავრე ჯერ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ომის მიმდინარეობა შეცვალოს. გამოსავალი შეიძლება იყოს მოგებიანი სესხები და კონტრაქტები იარაღის წარმოებისთვის დასავლელი მოკავშირეებისგან. გამოსავალი შეიძლება იყოს მოგებიანი სესხები და კონტრაქტები იარაღის წარმოებისთვის დასავლელი მოკავშირეებისგან.

ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში არ დასრულდება ისე სწრაფად, როგორც სურდათ, რადგან ეს არ არის ფილმი, არამედ "ყოველდღიური შრომაა“, რომლის მიღმაც უკრაინელებისა და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლე დგას და რომელსაც დრო სჭირდება.

მანამდე The Economist-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის დიქტატორ პუტინს არ ესმის, რომ ის წააგებს ხანგრძლივ ომში. ამასთანავე, თავადაც არ სურს ფიქრი ხანგრძლივ ომზე, მაგრამ ამისთვის ემზადება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები