უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 332 040 (+930) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 03.12.2023-მდე: ტანკები - 5575 (+4), ჯავშანტექნიკა - 10396 (+11), საარტილერიო სისტემები - 7949 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 913 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 602 (+0), თვითმფრინავები - 323 (+0), ვერტმფრენები - 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 5995 (+1), ფრთოსანი რაკეტები - 1569 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 22 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 10432 (+22), სპეციალური ტექნიკა - 1140 (+2).