სტოლტენბერგი - მოკავშირეები მზად არიან გააძლიერონ უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში მოლაპარაკებები გამართეს. მხარეებმა განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება და თავდაცვის ძალების გადაუდებელი სამხედრო საჭიროებები რუსული აგრესიის დასაძლევად, - ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.

"ზამთარი მოსალოდნელია, რომ გაართულებს საბრძოლო ოპერაციებს, სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები მზად არიან გააძლიერონ უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად“, - განაცხადეს ალიანსში.

სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ ბლოკი გრძელვადიან მხარდაჭერას გაუწევს უკრაინულ მხარეს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალები "სრულად თავსებადი" გახდეს ნატოსთან და "კიდევ უფრო დააახლოოს ის ალიანსთან".

"ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე, დაადასტურა, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი, როცა ყველა მოკავშირე დათანხმდება და როცა შესრულდება პირობები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები