აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელშიც 175 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი შედის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, პაკეტი მოიცავს - საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალა; საბრძოლო მასალა HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის; საარტილერიო საბრძოლო მასალა; მაღალსიჩქარიანი სარადარო რაკეტები; ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები; ვაზნები მცირე ზომის იარაღისთვის; საბრძოლო მასალა დაბრკოლებების განადგურებისთვის; აღჭურვილობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად; დამხმარე აღჭურვილობა.

პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში მიიღებს: AIM-9M და AIM-7 რაკეტებს საჰაერო თავდაცვისთვის; დამატებით საბრძოლო მასალას HIMARS-ისთვის; 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს; მაღალი სიჩქარის სარადარო რაკეტებს (HARM); ოპტიკურ მართვად რაკეტებს (TOW); Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს; ტექნიკის ბუქსირების და ტრანსპორტირების მანქანებს; საბრძოლო მასალას დაბრკოლებების გასაწმენდად; აღჭურვილობას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად; სათადარიგო ნაწილებს და სხვა დამხმარე აღჭურვილობას.

როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, თუ კონგრესი არ დაუჭერს მხარს დახმარების ახალ დაფინანსებას, "ეს იქნება ერთ-ერთი ბოლო უსაფრთხოების პაკეტი უკრაინისთვის, რომელიც აშშ-ს შეუძლია უზრუნველყოს".

"უკრაინის დახმარება რუსული აგრესიისგან დაცვაში და მისი მომავლის დაცვაში შედის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში და ხელს უწყობს გლობალურ სტაბილურობას მთელ მსოფლიოში და ჩვენ გვჭირდება, რომ კონგრესმა იმოქმედოს ახლავე“, - განაცხადა ბლინკენმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები