რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება

რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი განსაზღვრა - ის 2024 წლის 17 მარტს გაიმართება.

”არსებითად, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს საარჩევნო კამპანიის დაწყებას”, - განაცხადა პარლამენტის ზედა პალატის სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი მომდევნო ვადით ხმების 90%-ზე მეტით აირჩევა.

პუტინი, რომელსაც ბორის ელცინმა პრეზიდენტობა 1999 წლის ბოლოს გადასცა, იოსებ სტალინის შემდეგ რუსეთის ნებისმიერ სხვა ხელმძღვანელზე უფრო მეტი ხანია, მართავს ქვეყანას, მათ შორის აჯობა ლეონიდ ბრეჟნევის 18-წლიან მმართველობასაც კი.

ის 7 ოქტომბერს 71 წლის გახდა.

დამოუკიდებელი "ლევადაცენტრის" მონაცემებით, პუტინის მხარდაჭერა რუს მოსახლეობაში იზრდება. ნდობის დონე, ისევე როგორც მოწონების დონე, ყველაზე მაღალია უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ.

ღია კითხვის მიხედვით (რესპონდენტებს სთხოვეს დამოუკიდებლად დაესახელებინათ რამდენიმე პოლიტიკოსი, რომლებსაც ყველაზე მეტად ენდობიან), ნოემბერში პუტინისადმი ნდობის დონე 47% იყო (ოქტომბერში - 44%). პუტინის მოწონება ყველაზე მაღალ დონეზეა 2015 წლის შემდეგ, გამოკითხულთა 85% ამბობს, რომ მოსწონთ.

მსგავსი სიახლეები