უნგრეთის ვიცე-პრემიერმა ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სამუშაო ვახშამზე მიიწვია

უნგრეთში ვიზიტით მყოფი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, დღის ბოლოს ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ჟოლტ შემიენიმ ოფიციალურ სამუშაო ვახშამზე მიიწვია.

"ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, ხანგრძლივი აუდიენციის დროს მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველო-უნგრეთის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები.

ვიცე-პრემიერმa შემიენიმ, როგორც უნგრეთის სხვა არაერთმა ოფიციალურმა პირმა, მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მისი ქვეყანა და ხელისუფლება უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროკომისიის რეკომენდაციის ოფიციალურად გაფორმებას.

ირაკლი კობახიძემ ჟოლტ შემეინს გულწრფელი მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები