ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

11-12 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში, სადაც  განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობა, აქცენტი გაკეთდება 2022-2023 წლებში მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დარჩიაშვილი, ასევე, გამართავს შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები