გიორგი კალანდია - მე სასამართლოს აუცილებლად მივმართავ, ყველაფერს წარვადგენ და დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში გავიმარჯვებ

ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია Mona.ge-ს სასამართლოში უჩივის.

გიორგი კალანდიას განცხადებით, ელზა ზოდელავა სამსახურიდან ფარული ჩაწერისა და მიყურადების არაერთი შემთხვევის გამო გათავისუფლდა. კალანდიამ აღნიშნა, რომ მას ახლაც აქვს შენახული აუდიოჩანაწერი, რომელიც ზოდელავამ მას ზუგდიდის დადიანების სასახლის ამჟამინდელი დირექტორის დასმენის მიზნით გადაუგზავნა.

გიორგი კალანდიას უფლებადამცველის განცხადებით, ყალბი ინფორმაციის გავრცელებისა და ისტორიკოს გიორგი კალანდიას რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო Mona.ge-სგან ისინი ინფორმაციის უარყოფას, მასალის საიტიდან ამოღებასა და ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

"ეს არის ცილისწამება, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა თანამედროვე მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ყველაფერი ამის აღსადგენად და დასაცავად არსებობს სასამართლო. ამიტომ მე სასამართლოს აუცილებლად მივმართავ. ყველაფერს წარვადგენ და დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში გავიმარჯვებ“, - განაცხადა გიორგი კალანდიამ "იმედთან".

უახლესი ამბები