ბორელი - პუტინს ომში ახალი იმპულსის შექმნა სურს, უკრაინის დახმარება უნდა დაჩქარდეს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს ახალი იმპულსი შექმნას უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამ მხრივ, ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს უკრაინის მხარდაჭერა, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აქცენტი გაკეთდა უკრაინისთვის დახმარების გზებზე.

მისივე თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პირადად ისაუბრა ბოლო მოვლენებზე.

როგორც ბორელმა აღნიშნა, უკრაინის ძალისხმევა ახლა ორ ფრონტზეა: სამხედრო და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გზაზე.

"სამხედრო ფრონტზე რუსეთი გადაჯგუფდა, ახორციელებს მეტი ჯარისკაცის მობილიზებას, უფრო მეტ სამხედრო აღჭურვილობას მოიპოვებს და აწარმოებს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას ამის საწინააღმდეგოდ", - განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, პუტინი "ცდილობს ახალი იმპულსი შექმნას უკრაინის წინააღმდეგ ომში". კერძოდ, ეს ხდება ზამთრის დადგომისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მისი ამბიციების გამოცხადების ფონზე.

ბორელმა გაიხსენა, რომ წუხელ რუსეთმა განახორციელა პირველი ბალისტიკური სარაკეტო შეტევა კიევზე ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. რუსეთი ასევე აგრძელებს მშვიდობიან მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურასა და ექსპორტზე თავდასხმებს.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პუტინის რუსეთის გამარჯვება ავიცილოთ თავიდან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ უკვე დავიწყეთ დიალოგი და ექსპერტთა კონსულტაციები უკრაინასთან უსაფრთხოების მომავალ ვალდებულებებთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გავუწიოთ ოპერატიული და სამხედრო მხარდაჭერა, მაგრამ ასევე უნდა ვიმუშაოთ გრძელვადიან დაფინანსებაზე.

დღეს შეხვედრაზე მინისტრების აბსოლუტური უმრავლესობა იყო ძალიან მკაფიო: ეს არ არის უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შესუსტების მომენტი, არამედ პირიქით, ეს არის მხარდაჭერის გაძლიერებისა და დაჩქარების მომენტი“, - განაცხადა ბორელმა.

როგორც ევროპელმა უმაღლესმა დიპლომატმა აღნიშნა, ამისთვის ევროკავშირში ყველა უნდა დარჩეს ერთიანი და გააძლიეროს ევროპის თავდაცვის ინდუსტრია, ასევე დაეხმაროს უკრაინას საკუთარი თავდაცვის წარმოების გაზრდაში.

ამასთან, ბორელის თქმით, ცხადია, რომ უკრაინისთვის იარაღის შესაძენად მერვე ტრანშზე 500 მილიონი ევროს შეთანხმება ისევ ვერ მოხერხდა.

"ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში უნდა შევთანხმდეთ მერვე პაკეტზე, რომელიც ჯერ არ არის დამტკიცებული და ჩვენ უნდა მხარი დავუჭიროთ ევროპის მშვიდობის ფონდის ახალ შევსებას 5 მილიარდი ევროს ოდენობით. ველოდები, რომ ევროკავშირის ლიდერები ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ რეკომენდაციებს ამ კვირის ბოლომდე მისცემენ", - განაცხადა ბორელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები