ბორელი - რუსეთი ვერასდროს გახდა ერი, ის ყოველთვის იყო იმპერია, ეს არის რუსეთის მუდმივი მდგომარეობა და მისი პოლიტიკური იდენტობა

პუტინმა გადაწყვიტა ომის გაგრძელება საბოლოო გამარჯვებამდე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

როგორც ბორელმა აღნიშნა, დღეს, ალბათ, ის მომენტია, როდესაც აუცილებელია საფრთხის შეფასება, როგორც საფრთხის მთელი ევროპისთვის და არა მხოლოდ უკრაინისთვის. თუ ევროკავშირი სწრაფად არ შეცვლის კურსს და არ მოახდენს თავის შესაძლებლობების მობილიზებას, ის დიქტატორს ომში გამარჯვების საშუალებას მისცემს.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით,  რუსეთი არ დაკმაყოფილდება უკრაინის ნაწილის დაპყრობით და არ დაუშვებს, რომ უკრაინის მეორე ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანდეს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, პუტინი არ დაკმაყოფილდება უკრაინის ოკუპირებული ნაწილით, როცა დანარჩენი ქვეყანა ევროკავშირს ეკუთვნის.

"ის არ იტყვის ომზე უარს, განსაკუთრებით ამერიკის არჩევნებამდე, რამაც შეიძლება მას ბევრად უფრო ხელსაყრელი სცენარი შეუქმნას. ამიტომ, ჩვენ დიდი ხნით უნდა მოვემზადოთ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის", - განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, პუტინი არის მზად, იბრძოლოს საბოლოო გამარჯვებამდე.

ბორელის თქმით, რუსეთის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა ის რაც შეიძლება მეტი სამხედროების გაყვანას ბრძოლის ველზე, ყველაზე მეტი მსხვერპლის გათვალისწინებით. ამავდროულად, დიქტატორმა შეცდომა დაუშვა თავისი არმიის პოტენციალის, უკრაინის წინააღმდეგობის შესაძლებლობების, ევროკავშირის, ასევე ნატოს ნების შეფასებისას, თუმცა, ტერორისტული ქვეყანა მზად არის იბრძოლოს და დაუშვას თავისი ხალხის სიკვდილი.

"რუსეთი ვერასდროს გახდა ერი. ის ყოველთვის იყო იმპერია ჯერ მეფით, შემდეგ საბჭოთა მმართველობით და ახლა პუტინით. ეს არის რუსეთის მუდმივი მდგომარეობა და მისი პოლიტიკური იდენტობა. როგორც შედეგი კი, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს მეზობლებისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის“, – განაცხადა ბორელმა.

მსგავსი სიახლეები