სოციალური სამართლიანობის ცენტრი ოპერიდან გათავისუფლებული 17 თანამშრომლის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას მოითხოვს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გაფიცვის გამო ოპერიდან გათავისუფლებული 17 თანამშრომლის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას მოითხოვს.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება გუშინ, 29 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გაფიცული 17 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მიგვაჩნია, რომ გაფიცვის გამო, დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არსებითად უკანონოა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებულ უფლებრივ გარანტიებს და, შესაბამისად, მოვუწოდებთ თეატრის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ აღადგინოს გათავისუფლებული თანამშრომლები.

ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი (სცენის მემანქანეები, გამნათებლები, რეკვიზიტორი) ნოემბრის დასაწყისში გაიფიცა, მას შემდეგ, რაც შრომის კოდექსის შესაბამისად, გამართული მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა. გაფიცულების მოთხოვნებს შორის იყო ხელფასის ზრდა და სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა. „მეცნიერების, განათლების და კულტურის პროფკავშირის“ ინფორმაციით, გაფიცული თანამშრომლების ხელფასი დაახლოებით 500-600 ლარს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ მშრომელების მოთხოვნა ხელფასების 100%-ით ზრდის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ისინი მზად იყვნენ, დაბრუნებულიყვნენ სამსახურში, 40%-იანი ზრდის პირობით.  თანამშრომლებმა გაფიცვის დასრულების შესახებ ოპერისა და ბალეტის თეატრის ადმინისტრაციას 25 დეკემბერს შეატყობინეს, თუმცა მათ თეატრის შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცათ. გუშინ, 29 დეკემბერს კი დასაქმებულებმა ოპერის ადმინისტრაციისგან ოფიციალური წერილი მიიღეს, რომლის თანახმად, მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები შეწყდა, ხოლო გაფიცულების პოზიციებზე 5 დეკემბრიდან თეატრმა სხვა პირები აიყვანა.

აღსანიშნავია, რომ დასაქმებულებმა რეაგირებისთვის შრომის ინსპექციას ჯერ კიდევ 8 ნოემბერს მიმართეს, თუმცა 29 ნოემბერს ინსპექციასთან აქციის გამართვამდე ინსპექციისგან პასუხი არ მიუღიათ. ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, შრომის ინსპექციის რეაგირების საკითხი.

საქართველოს შრომის კოდექსი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს შრომის დისციპლინის დარღვევად და გახდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. უკანონო გაფიცვის შემთხვევაც, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება, გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ.

განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ გაფიცული თანამშრომლები პროფკავშირის წევრები იყვნენ, კერძოდ, მათ ინტერესებს, ამ პროცესში „მეცნიერების განათლების და კულტურის პროფკავშირი“ წარმოადგენდა. შესაბამისად, დამსაქმებლის ქმედება პროფკავშირის წევრობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებსაც შეიცავს, რასაც საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად კრძალავს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით, მშრომელები, რომლებიც პროფკავშირულ საქმიანობაში, მათ შორის, გაფიცვაში მონაწილეობენ, დაცული უნდა იყვნენ ანტიპროფკავშირული დისკრიმინაციისგან, განსაკუთრებით კი სამსახურიდან გათავისუფლების სახით. ამასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ზოგადი მოთხოვნის თანახმად, დაუშვებელია პირები რაიმე ფორმით დაისაჯონ კანონიერ გაფიცვაში მონაწილეობის გამო.

გაფიცვის უფლება მშრომელების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების დაცვის არსებითი ინსტრუმენტია. მიგვაჩნია, რომ  ოპერისა და ბალეტის თეატრის გადაწყვეტილება არღვევს არა მხოლოდ კონკრეტული გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს, არამედ ზოგადად, ხელყოფს გაფიცვის უფლების  არსს და ღირსეული შრომის პრინციპს. ამასთან, გაფიცული თანამშრომლების ამ ფორმით გათავისუფლება, „მსუსხავი ეფექტი“ გამო, ქმნის სერიოზულ რისკებს მომავალში სხვა ჯგუფების მიერ გაფიცვის უფლების რეალიზაციისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:

შრომის ინსპექციის სამსახურს - დაუყოვნებლივ შეისწავლოს ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;

საქართველოს სახალხო დამცველს - შეისწავლოს გაფიცული თანამშრომლების გათავისუფლების შემთხვევა, განსაკუთრებით პროფკავშირის წევრობის ნიშნით, შესაძლო დისკრიმინაციის თვალსაზრისით, და მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებების აღსადგენად", - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

უახლესი ამბები