წყალტუბოში საახალწლო კონცერტი გაიმართა

წყალტუბოში საახალწლო კონცერტი გაიმართა

წყალტუბოში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა.

გალა კონცერტზე წყალტუბოელთა წინაშე ცნობილი ქართველი ესტრადის მომღერლები: ნუკრი კაპანაძე, დათუნა სირბილაძე, ნოდიკო ტატიშვილი, მაია ჯაბუა, მანანა თოდაძე, ლიკა დოლიძე და ბენდი, აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია, ლაიქ ბენდი" წარდგნენ.

საახალწლო კონცერტის ბოლოს მაყურებელმა ანსამბლ "ქართული ხმებს" მოუსმინა.

"მთელი დღის განმავლობაში, მწვანე ქალაქში სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. სპეციალურად მოწყობილ საბავშვო სივრცეებში პატარებს სხვადასხვა სახის გასართობი, მხატვრული, მუსიკალური თუ საბავშვო პროგრამების ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა.

განსაკუთრებული პოპულარული აღმოჩნდა თოვლის ბაბუას სივრცე, სადაც ბავშვებს საახალწლო ნობათით თოვლის ბაბუა ასაჩუქრებდა.

გაიმართა კონცერტი ადგილობრივი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით. მთელი დღის მანძილზე ასევე მიმდინარეობდა ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა", - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები