ქარელთან მიკროავტობუსს სატვირთო შეეჯახა - დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან მიკროავტობუსს სატვირთო შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს ჯერ სატვირთო შეეჯახა, რის შემდეგაც მიკროავტობუსი მეორე სატვირთოს დაეჯახა.

დაღუპული მიკროავტობუსის მძღოლია, დაშავებულები კი მგზავრები არიან. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან  ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

მსგავსი სიახლეები