მეუფე გრიგოლი - ადამიანები ერთ ენაზე საუბრობენ, მაგრამ ერთი და იგივე სიტყვაში განსხვავებულ და საპირისპირო შინაარსს დებენ, რაც შეუძლებელს ხდის ურთიერთგაგებას

მყარ საყრდენს მოკლებული იდეები, სურვილები, იმედები მხოლოდ იმედგაცრუებას იწვევს, რასაც ადამიანი (საზოგადოება) უიმედობასა და ნიჰილიზმში შეჰყავს, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის საშობაო გზავნილშია აღნიშნული.

"ჩვენ ვცხოვრობთ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში და მოზღვავებულ ინფორმაციულ ნაკადებთან გამკლავების სირთულეებს ვაწყდებით; თითქმის გადაულახავ პრობლემად არის ქცეული სოციალურ ქსელებზე ადამიანების დამოკიდებულება, რაც სერიოზული, მრავალმხრივი რისკების შემცველია. ამ ფონზე სოციალური მედიის სპეციალისტთა მხრიდან ხშირად ისმის რიტორიკული კითხვა: "როცა ყველა ავტორები ვართ, ვის შეგვიძლია ვენდოთ?!“

ამ პრობლემათა გადაჭრა არ ნიშნავს ციფრულ სივრცესთან განრიდებას, რაც ჩვენს ეპოქაში შეუძლებელია! პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია საზოგადოების ფართო წრეებისა და პროფესიული ჯგუფების, სამთავრობო და არასამთავრობო რესურსების კონსოლიდირებული მიმართვა პრობლემათა დაძლევისკენ, რასაც უკიდურესად ართულებს ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი დაპირისპირებულობა: ადამიანები ერთ ენაზე საუბრობენ, მაგრამ ერთი და იგივე სიტყვაში თუ წინადადებაში განსხვავებულ და საპირისპირო შინაარსს დებენ, რაც შეუძლებელს ხდის ურთიერთგაგებას და სულ უფრო მეტად ამწვავებს საზოგადოების დათითოკაცების პრობლებას. სამწუხაროდ, ასეთ საზოგადოებას კიდევ ბევრი სირთულე ელოდება წინ, მანამდე, ვიდრე თავის თავში არ მონახავს ამ სირთულეთა დაძლევის ნებას და ძალას.

სოციალური მედიის მასშტაბურმა განვითარებამ ადამიანთა სოციალური აქტიურობის ფრაგმენტირება გამოიწვია, ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ სახლში, ნაცვლად იმისა, რომ ჩაერთონ სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებში ან, თუნდაც, თავიანთი თავისუფალი დრო გაატარონ მეგობრებთან ერთად. ამგვარი საზოგადოებრივი ინდიფერენტიზმი ხშირად საფრთხის შემცველია, მით უფრო ისეთი (ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი) საზოგადოების შემთხვევაში, როგორიც ქართული საზოგადოებაა, რომელსაც ჯერ კიდევ მძიმე ტვირთად აწევს უახლოეს წარსულში არსებული უაღრესად მავნე საბჭოთა მემკვიდრეობა და ჯანსაღი საზოგადოებრივი აქტიურობის მწვავე დეფიციტსაც განიცდის.

ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ ასევე ისეთ საკითხებს, როგორიც არის ძალადობა ოჯახებში, ძალადობა ცხოველთა მიმართ; აქვეა ნარკომანიისა და აზარტული თამაშების მაცდუნებელი და მძიმე შედეგები, მით უფრო, რომ ის პროგრესირებს და უკვე საკმაოდ ფეხმოკიდებულია მოზარდებშიც; ამაზე მეტყველებს არსებული სტატისტიკაც.

ჩვენო ძმებო და დებო, ჩვენო ძვირფასო სულიერნო შვილნო, სამყაროს შემოქმედმა ღმერთმა ადამიანი ყოველი ქმნილების გვირგვინად შექმნა და შთაბერა მას სული სიცოცხლისა; თავის ხატად და მსგავსად შექმნა იგი; თავისუფალი ნება უბოძა მას, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი პასუხისმგებლობითაც აღჭურვა იგი, რათა, ვითარცა ყოველგვარ ქმნილებაზე მაღლა მდგომი, იყოს ყოველთა მსახური და იზრუნოს ყოველთა და ყოვლისათვის; ამისკენ მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა:

"არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული სახსრად შენდა“ (მთ. 20, 28).

ადამიანი თავისი არსით მოაზროვნე და შემოქმედი არსებაა; სიახლის ძიება, (საკუთარი თავის) განვითარებაზე ზრუნვა და ახალ-ახალი აღმოჩენების კეთება მისი არსების შემადგენელი ნაწილია! იგი იტევს მთელ კოსმოსს და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ვერ იტევს ხოლმე მეორე ადამიანს. მან ამიტომ თავისი ცხოვრების მთავარი აღმოჩენა საკუთარ თავში უნდა გააკეთოს და პასუხი გასცეს ეგზისტენციალურ კითხვებს (რა არის ცხოვრების საზრისი? რას ნიშნავს თავისუფლება? რაში მდგომარეობს სიკვდილის გარდაუვალობა? და ა.შ.). ჩვენი ცხოვრება ეგზისტენციალური კრიზისების პირობებში მიედინება, რაც იმას გვაიძულებს, რომ სათანადო პასუხი გავცეთ ადამიანური ყოფის მწვავე გამოწვევებსაც.

ბიბლიური ისტორიიდან ვიცით, რომ ჩვენი პირველწინაპარი თვით იდეალურ სამყაროშიც კი (სამოთხეში) არ/ვერ დასჯერდა ღვთივბოძებულ აბსოლუტურ სიკეთეში ცხოვრებას და „აღმატებული“ სიკეთის ძებნაში მოწყვეტილ იქნა საუფლო წიაღს; შედეგად კი აღმოჩნდა იქ, სადაც არის კიდეც დღეს მისი მოდგმა. ეს იყო დიდი კატასტროფის ტოლფასი დაცემა, მაგრამ ისიც ვიცით და ვნახეთ, რომ, მიუხედავად დიდი დაცემისა, ყოვლადმოსიყვარულე ღმერთის მადლით, ეს იქცა ადამიანისთვის ახალ დასაწყისად.

ადამიანის ცხოვრებაში ხდება შეცდომა, წაქცევა, მძიმე დაცემაც კი, მაგრამ, მერწმუნეთ, წამოდგომის სურვილი, მცდელობა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მისი ალტერნატივა სიკვდილი და დამარცხებაა; ჩვენ სიცოცხლისთვის, გამარჯვებისთვის ვართ მოწოდებულნი; ღვთის გარეშე, მოყვასის გარეშე, ზღვარგადასული და დაუოკებელი ეგოს პირობებში, წამოდგომა და საკუთარ თავზე გამარჯვება შეუძლებელი ხდება. ეგოიზმით შეპყრობილი ადამიანი ვეღარ ხედავს სხვას, თავის იქით ვეღარც ღმერთს ხედავს და ვეღარც მეორე ადამიანს!", - აღნიშნულია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის საშობაო გზავნილში.

მსგავსი სიახლეები