მეუფე გრიგოლი - არ დანებდე წუთისოფლის სულს, ყველაფერი გამოგივა, იცოდე, ღმერთს არასდროს მიუტოვებიხარ

ჩემო ძვირფასებო, სამყაროს ყველაზე მეტად ამძიმებს ცოდვა, ცოდვა მოუნანიებელი; არ დანებდე წუთისოფლის სულს, ყველაფერი გამოგივა, იცოდე, ღმერთს არასდროს მიუტოვებიხარ, თვით მაშინაც კი, როცა მარტოსული გგონია თავი, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის საშობაო გზავნილშია აღნიშნული.

"ცხოვრება გრძელდება! ყოვლადძლიერი, ყოვლადმოსიყვარულე, ყოვლადმეცნიერი ღვთის შვილებს უცილობლად გვმართებს ღვთივბოძებული სულიერი, ფიზიკური, ინტელექტუალური და გონითი უნარების განვითარება, რათა ვძლიოთ წუთისოფელსა და ყოფიერების მავნე სულისკვეთებას!

თქვენ შორის არაერთია, რომლის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი, მეგობარი განსაცდელშია; ზოგი საპატიმროშია, ზოგი მძიმე ავადმყოფობას ებრძვის, ზოგიც სხვა გარემოებათა გამო მძიმე განსაცდელშია.

თითოეულ თქვენგანს, პირადად, და ყველას ერთად, ჩემს ძვირფას და საყვარელ სამწყსოს, გილოცავთ ქრისტეს შობის დიად დღესასწაულს და გლოცავთ!

დაე, თითოეული თქვენგანის გულში გაბრწყინდეს წმიდა ბეთლემის ვარსკვლავი!", - აღნიშნულია საშობაო გზავნილში.

მსგავსი სიახლეები