ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა

78 წლის ასაკში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა.

ბეკენბაუერი ბევრისთვის მიიჩნევა ყველა დროის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად; ასევე ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიო ფეხბურთში. ფრანცმა თამაში ნახევარმცველად დაიწყო, შემდეგ კი მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა. არისტოკრატული თამაშის სტილის გამო იმპერატორი (Kaiser) შეარქვეს.

ის ორჯერ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად (1972, 1976). ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში. ბრაზილიელ მარიო ზაგალოსთან ერთად, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში გახდა.

მიუნხენის ბაიერნთან ერთად მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი 1967 წელს და ევროპის ჩემპიონთა თასი ზედიზედ სამჯერ (1974–1976). 1990-იან წლებში, ის "ბაიერნის" მწვრთნელი გახდა, შემდეგ კი პრეზიდენტი.

ბეკენბაუერი გერმანულ და საერთაშორისო ფეხბურთში დღემდე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.

Bayern and Germany legend Franz Beckenbauer has passed away at the age of 78, his family has confirmed to dpa

RIP, Kaiser  pic.twitter.com/Zic2h4I43D
— Bayern & Germany (iMiaSanMia) January 8, 2024