ბექა დავითულიანი - მე მგონია, რომ სხვა ქვეყნის ელჩს საქართველოში ამის არც უფლება აქვს და არც არავინ ეკითხება

სამწუხაროდ, საქართველოში აკრედიტებულ ზოგიერთ დიპლომატს ცოტა ზედმეტი მოსდის და თავის ფუნქციებში ვერ გარკვეულა. ის ელჩია, მან უნდა იცოდეს რისი უფლება აქვს და რა ფარგლებში შეუძლია მას იმოქმედოს ამ ქვეყანაში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი დანიელი დიპლომატის განცხადებას, სადაც ელჩმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

ბექა დავითულიანის თქმით, ელჩის ეს განცხადება არ არის გადაცდომა, არამედ მისი მხრიდან ეს არის მიზანმიმართული ქმედება პოლარიზაციის გაღრმავებისთვის.

"ეს გადაცდომა არ არის. ეს არის მიზანმიმართულად წყლის დასხმა რადიკალურ პოზიციებზე, სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, ფეიკ ნიუსის გავრცელება პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობისთვის. მე მგონია, რომ სხვა ქვეყნის ელჩს საქართველოში ამის არც უფლება აქვს და არც არავინ ეკითხება. ალბათ, დაიბარებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩს და მოსთხოვს განმარტებებს და მან უნდა ახსნას, რატომ აძლევს თავის თავს უფლებას ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთოს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

საქართველოში დანიის ელჩმა ანე ტოფტ სორენსენმა "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მან ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა. ამის შესახებ ელჩი ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში წერს, სადაც საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიღება აქვს განხილული.

"მმართველი ქართული ოცნების პარტია, დაარსებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, ხელისუფლებაშია 2012 წლიდან. ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელმძღვანელობს, მუდმივად ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო მუშაობას და ხელისუფლებას სასამართლოების პოლიტიზებაში, თავისუფალი მედიის ჩახშობაში და ოპოზიციის წევრების შევიწროებაში ადანაშაულებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველო უკრაინამ და ევროკავშირმაც დაადანაშაულეს რუსეთის მიმართ მეგობრული პოლიტიკის გატარებაში, რადგან მათ არ აღკვეთეს ზაფხულში მოსკოვთან ფრენების აღდგენა და არ დაუწესეს სანქციები რუსეთს, არამედ პირიქით, ვაჭრობა გაზარდეს რუსეთთან. პოლიტიკას აკრიტიკებენ, როგორც შეუსაბამოს ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყნისთვის, სადაც მოსახლეობის 90-მდე პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს", - აცხადებს ელჩი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები