ჯოზეფ ბორელი სამუშაო ვიზიტით უკრაინას თებერვალში ეწვევა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი სამუშაო ვიზიტით უკრაინას მიმდინარე წლის თებერვალში ეწვევა.

ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”მე ჩავალ უკრაინაში თებერვლის პირველ ან მეორე კვირაში”, - აღნიშნა მან.

ბორელს არ უთქვამს, ვისთან შეხვედრას გეგმავს უკრაინაში ვიზიტის დროს.

"მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის დრო, რომ შევამციროთ ჩვენი დახმარება უკრაინაში, პირიქით, ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი და სწრაფად... ფინანსური რესურსების, სამხედრო აღჭურვილობის, სამხედრო წვრთნების და უკრაინის თავდაცვის ყველა საჭიროებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას დაგეგმილ დახმარებაზე“, - განაცხადა ბორელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები