პარლამენტის წევრები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამების შემფასებლებს შეხვდნენ

პარლამენტის წევრებმა სალომე ქურასბედიანმა, მარიამ ლაშხმა, ხატია დეკანოიძემ, თინათინ ბოკუჩავამ და ანა ნაცვლიშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საპარლამენტო პროგრამის შემფასებლებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამები მიმოიხილეს.

"შეხვედრაზე ის პროექტები და ინიციატივები განვიხილეთ, რომლებიც პარლამენტში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება. გარემოს დაცვის კომიტეტის შემთხვევაში, ეს არის თემატური მოკვლევა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა  კომიტეტთან ერთად გარემოს დაცვით და სასოფლო-სამეურნეო პროფესიებზე. სტუმრებთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ ყველა მიმდინარე პროგრამა და ასევე ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება აღნიშნული მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე ქურასბედიანმა.

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის თინათინ ბოკუჩავას შეფასებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის  მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამები პარლამენტის ინსტიტუციური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ამ ხელისუფლების პირობებში ყველა საკითხის უკიდურესი პოლიტიზება ხდება, რაც სამწუხაროდ, ნეგატიურად აისახება მათ შორის ამ პროგრამების ეფექტურობაზე“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

უახლესი ამბები