შოლცი 9 თებერვალს ვაშინგტონში ჩავა და ბაიდენს შეხვდება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 9 თებერვალს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში ჩავა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება.

ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა დაადასტურა.

მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერები "დაუდასტურებენ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინას, რომელიც იცავს თავის მიწას და ხალხს რუსეთის აგრესიული ომისგან“.

გარდა ამისა, შოლცი და ბაიდენი განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, კერძოდ, ისრაელის თავდაცვის უფლებისა და დახმარების გაზრდის მხარდაჭერას, ასევე ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას.

სპიკერის თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი და კანცლერი შოლცი ასევე ნატოს ვაშინგტონის სამიტის შესახებ ისაუბრებენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები