"უმოქმედობა პუტინს გამარჯვებას მოუტანს" - აშშ-ის ფინანსთა მინისტრი კონგრესს სიტყვით მიმართავს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი გეგმავს, მოუწოდოს კონგრესს, სწრაფად იმოქმედოს უკრაინის დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

მისი თქმით, უმოქმედობა რუსეთის პრეზიდენტს გამარჯვებას მოუტანს და წარმოუდგენელი შედეგები მოჰყვება შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის.

"არ უნდა დავუშვათ, რომ უკრაინას იქამდე დაუმთავრდეს ფული, ვიდრე ამოეწურება საბრძოლო მასალა. უმოქმედობა გამარჯვებას მოუტანს პრეზიდენტ პუტინს და წარმოუდგენელი შედეგი მოჰყვება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.

იელენი ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტებს მარგრეტე ვესტაგერსა და ვალდის დომბროვსკის უმასპინძლებს, რათა განიხილონ უკრაინის კოლექტიური მხარდაჭერის მნიშვნელობა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები