ევროკავშირმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაამტკიცა

ევროკავშირის ლიდერებმა დღეს, 1 თებერვალს, სამიტზე უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი  წერს.

"ჩვენ შევთანხმდით. 27-ვე ლიდერი შეთანხმდა უკრაინისთვის დამატებითი 50 მილიარდიანი მხარდაჭერის პაკეტზე, ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში. ეს უზრუნველყოფს უკრაინის მდგრად, გრძელვადიან, მოსალოდნელ დაფინანსებას", - წერს მიშელი.

მისივე თქმით, ევროკავშირი იღებს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად.

"ჩვენ ვიცით, რა არის სასწორზე“, - აღნიშნავს მიშელი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები