პაატა მანჯგალაძე - მთავარი საკითხი ჩვენს კამპანიაში იქნება, რაც შეიძლება მეტი ადამიანის პრობლემებსა და სატკივარზე კონკრეტული გადაწყვეტები

განსხვავებით წინა შემთხვევებისგან, ჩვენ "ქართულ ოცნებას" არ ავყვებით ზიზღის ენასა და პოლიტიკურ კინკლაობაში. ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ პრობლემის გადაწყვეტაზე. ყველა პლატფორმას, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ხალხს ავუხსნათ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ Front News-თან საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საარჩევნო წელია და მის პარტიას კონკრეტული სტრატეგია აქვს ქვეყნის ეკონომიკის კუთხით და ამტკიცებს, რომ პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი“ ხალხს ცვლილებებს მოუტანს.
  
"არჩევნების წელია და იცით, რომ ყველა პარტიას თავისი სტრატეგია აქვს. ჩვენ დიდ სამუშაოს ჩავატარებთ და ვემზადებით არჩევნებისთვის. მთავარი საკითხი ჩვენს კამპანიაში იქნება, რაც შეიძლება მეტი ადამიანის პრობლემებსა და სატკივარზე კონკრეტული გადაწყვეტები. პირველი საკითხი არის დასაქმება, რომ მაღალანაზღაურებადი, ღირსეული ადგილები შევქმნათ ქვეყანაში,  ოღონდ დაპირება კი არა - რეალური. მეორე საკითხი არის ბავშვთა შიმშილი და ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. პენსიონერებს იცით, რომ მაღალპროცენტიანი სესხები აქვთ და ზოგადად, როგორ უნდა ავამუშაოთ ეკონომიკა და როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილი, აი, ამაზე იქნება საუბარი.

განსხვავებით, წინა შემთხვევებისგან, ჩვენ "ქართულ ოცნებას“ არ ავყვებით ზიზღის ენასა და პოლიტიკურ კინკლაობაში. ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ პრობლემის გადაწყვეტაზე. ყველა პლატფორმას, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ხალხს ავუხსნათ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია", - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

მისივე თქმით, თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმით ითანამშრომლოს კოალიციასთან.

"თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმით ითანამშრომლოს კოალიციასთან. არავის ვაძალებთ ჩვენთან ერთად ყოფნას, მაგრამ თუ ვინმეს სურვილი აქვს ჩვენთან თანამშრომლობის, ჩვენ განვიხილავთ, რა თქმა უნდა. თქვენ ნახავთ, რომ გამარჯვების კოალიცია ხალხთან ერთად გავა  ამ არჩევნებზე. 

პაატა მანჯგალაძე Front News-სთან ქვეყანაში ცვლილებების საჭიროებაზეც საუბრობს.

"ხალხმა უკვე ნახა და ყოველდღე არის ახალი მტკიცებულება იმისა, რომ მოვიდა ცვლილებების დრო. ის, რომ ღარიბაშვილი დაჯდება მარცხნივ და კობახიძე - მარჯვნივ, ეს არანაირ ცვლილებებს არ მოიტანს ხალხისთვის, ეს არის ფასადური, დეკორატიული ცვლილება. ვიდრე "ქართული ოცნება“ და კოლექტიური ივანიშვილები რჩებიან ხელისუფლებაში ხალხისთვის სასიკეთო არაფერი იქნება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა იმედი არჩევნებზე ლიდერობის, აცხადებს, რომ საერთო ენას იპოვიან ყველა იმ ადამიანთან, ვისაც საქართველოსა და ქვეყნისთვის უნდა უკეთესი მომავალი. 

"ყველა ადამიანთან, ვინც ევროპასთან ხედავს საქართველოს მომავალს, საერთო ენას ვიპოვით. ჩვენ უფრო მეტი ვართ და ამ "ქოცების“ კინკლაობას და სიძულვილის რიტორიკას არ წამოეგება არავინ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები