სირსკი - კუპიანსკის მახლობლად ვითარება კვლავ დაძაბულია, მძიმე ბრძოლებია ყველა მიმართულებით

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა ალექსანდრე სირსკიმ კუპიანსკის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების პოზიციები მოინახულა.

მისი თქმით, კუპიანსკის მახლობლად ფრონტზე ვითარება კვლავ დაძაბულია. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ყველა სექტორზე და მტერი აგრძელებს მაღალი ინტენსივობის თავდასხმის ოპერაციებს და მუდმივად შემოაქვს ახალი რეზერვები.

"მოვისმინე ანგარიშები მეთაურებისგან უშუალოდ საკონტროლო პუნქტებზე. ჩატარდა ოპერატიული შეხვედრები. განვიხილეთ მტრის მოქმედებების შესაძლო სცენარები, დაზვერვის შედეგების გათვალისწინებით", - წერს სირსკი.

მისივე თქმით, მთავარ პრიორიტეტად რჩება ეფექტური დაზვერვა, ყველა ცეცხლსასროლი იარაღის კოორდინირებული გამოყენება და სამხედრო პერსონალის სიცოცხლის შენარჩუნება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები