ბორელი - მოვუწოდებთ ყველას, თავიდან აიცილონ ესკალაცია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთი გადაიქცა ქვაბად, რომელიც შეიძლება აფეთქდეს. მისი აზრით, ისრაელის ომმა ჰამასთან "დომინოს ეფექტი" გამოიწვია.

სირიასა და ერაყში ირანთან დაკავშირებული ჯგუფების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო დარტყმების შემდეგ, ბორელმა მსოფლიო ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაციის შესახებ გააფრთხილა.

"ახლო აღმოსავლეთი არის ქვაბი, რომელიც, შესაძლოა, აფეთქდეს. არის თავდასხმები ლიბანის ორივე საზღვარზე, არის თავდასხმები სირიაში, ერაყში, წითელ ზღვაში. მოვუწოდებთ ყველას, ეცადონ, თავიდან აიცილონ ესკალაცია. ჩვენ ვცხოვრობთ კრიტიკულ სიტუაციაში ახლო აღმოსავლეთში, მთელ რეგიონში და ვიდრე ღაზაში ომი გრძელდება, ძალიან მძიმე დასაჯერებელია, რომ წითელ ზღვაში მდგომარეობა გაუმჯობესდება, რადგან ერთი რამ მეორესთან არის დაკავშირებული. ეს არის დომინოს ეფექტი რეგიონში“, – განაცხადა ბორელმა.

იორდანიაში, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 28 იანვარს განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი ამერიკელი სამხედრო, 40-ზე მეტი კი დაშავდა. პასუხად, აშშ-მა სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა.

მსგავსი სიახლეები