ვახტანგ გომელაური - რთულია რეაგირება გინტურის მკვლელობის გამოძიების კუთხით, როცა ვერ ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს

შს მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თამაზ გინტურის მკვლელობის გამოძიების კუთხით რეაგირება რთულია, როცა ვერ ხერხდება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს.

"ნამდვილად საზარელი ფაქტი იყო, რაც მოხდა სოფელ კირბალში. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, დიდი ხანია, რაც ვიკავებ მინისტრის თანამდებობას, ასევე უსაფრთხოების სამსახურში ვიყავი, არაერთი შემთხვევა იყო. ნამდვილად სამწუხარო ფაქტია, თუმცა მინდა, ხაზი გავუსვა, რომ რთულია ჩვენი მხრიდან რამე რეაგირება მოვახდინოთ გამოძიების კუთხით, როცა ვერ გადავდივართ და ვერ ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს მეორე მხარეს. ჩვენ რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, ვთქვათ, გაძლიერება ამა თუ იმ სექტორის, ადგილის, სამმხრივად ხდება შეთანხმება. ჩვენ არ გვაქვს თვითნებურად საგუშაგოს გახსნის, გაუქმების ან გადატანის შესაძლებლობა, თუნდაც 10 მეტრითაც რომ გადავაადგილოთ საგუშაგო, უნდა შეთანხმდეს ევროკავშირთან, სადამკვირვებლო მისიასთან, ასევე მესამე მხარესთან.

აქედან გამომდინარე, რთულია, თუმცა ჩვენ ვცდილობთ ხოლმე, რომ მოძრავი პატრული დავნერგოთ და უფრო სიღრმეში ვიმუშაოთ, რათა არ მოხდეს იგივე შენიშვნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან და ა.შ. მაქსიმალურად ვცდილობთ, არა მარტო ამ მიმართულებით. მთლიანად გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია, 391 კილომეტრია, წარმოგვიდგენია ფიზიკურად ყველას გაკონტროლება? თავდაცვაც რომ გამოვიყვანოთ, მთელი პოლიცია რომ იქ ჩავიყვანოთ, ფიზიკურად ვერ შევძლებთ 100-პროცენტიან კონტროლს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები