ბაიდენი - მოვუწოდებ კონგრესს, დაუყოვნებლივ მიიღოს კანონპროექტი, თუ ასე არ მოხდება, ამერიკელი ხალხი გაიგებს, რატომ მოხდა ეს

თუ აშშ-ის კონგრესი უკრაინის მხარდაჭერის კანონპროექტს არ დაუჭერს მხარს, ეს რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს დაეხმარება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

"ეს კანონპროექტი ასევე უზრუნველყოფს უკრაინის გადაუდებელ დაფინანსებას. ეს ქვეყანა ყოველდღიურად განიცდის სასტიკ შეჭრას. შეფერხება ნიშნავს, რომ მათ აქვთ ნაკლები არტილერია, ნაკლები საკუთარი თავის დაცვის უნარი. ეს არის ის, რაც პუტინს სურს", - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, შეერთებულმა შტატებმა კი 50 ქვეყნის კოალიცია შექმნა და გააერთიანა ნატო.

"ჩვენ არ შეგვიძლია უკან დავიხიოთ. ამ კანონპროექტის მხარდაჭერა პუტინის წინააღმდეგობაა. თუ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ამ კანონპროექტს, ის დაეხმარება პუტინს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენის თქმით, თუ პუტინის მადა არ შეჩერდება, ის უკრაინაზე არ გაჩერდება და აშშ-ისა და პარტნიორებისთვის ხარჯები გაიზრდება.

აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესს მოუწოდეს, სწრაფად დაუჭიროს მხარი უკრაინის მხარდაჭერის კანონპროექტს და გაუგზავნოს მას ხელმოწერისთვის.

”მე მოვუწოდებ კონგრესს, მიიღოს ეს კანონპროექტი და დაუყოვნებლივ დადოს იგი ჩემს მაგიდაზე, მაგრამ თუ კანონპროექტი ჩავარდება, მსურს ვიყო აბსოლუტურად მკაფიო: ამერიკელი ხალხი გაიგებს, თუ რატომ მოხდა ეს”, - განაცხადა ბაიდენმა.

პრეზიდენტის თქმით, თუ კონგრესი მხარს არ დაუჭერს კანონპროექტს, შეერთებულ შტატებში ყველა ამომრჩეველი გაიგებს, რომ ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ხელისუფლება აპირებდა საზღვრის დაცვას და უკრაინის მხარდაჭერას, დონალდ ტრამპმა და რესპუბლიკელებმა თქვეს "არა“.

"ნოემბრამდე ყოველდღე ამერიკელი ხალხი გაიგებს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საზღვარი არ არის დაცული, არის ტრამპისა და მისი რესპუბლიკელი მეგობრების გამო. მოვიდა დრო, კონგრესში რესპუბლიკელებმა გამოიჩინოთ გამბედაობა და გააგებინოთ ამერიკელ ხალხს, რომ თქვენ მუშაობთ მათთვის და არა ვინმესთვის", - განაცხადა ბაიდენმა.

ამავდროულად, მისი თქმით, ახალი დახმარების გარეშე, კიევს ნაკლები იარაღი აქვს რუსული შეჭრისგან დასაცავად.

"დრო იწურება", - აღნიშნა ბაიდენმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები