პაატა მანჯგალაძე - ოკუპაცია გრძელდება, ტაძარში გვიკლავენ მოქალაქეებს, რატომ არ ხდება საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება?

ოკუპაცია გრძელდება, ანექსია მიმდინარეობს აფხაზეთის, ტაძარში გვიკლავენ ჩვენს მოქალაქეებს, ამ მიმართულებით რატომ არ ხდება საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება? - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ Front News-თან საკომიტეტო მოსმენაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ილია დარჩიაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სხვა გზებია საჭირო.

"ოკუპაცია გრძელდება. ანექსია მიმდინარეობს აფხაზეთის, ტაძარში გვიკლავენ ჩვენს მოქალაქეებს. ამ მიმართულებით რატომ არ ხდება საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება, რომ რუსეთს არ უღირდეს მავთულის გავლება თუნდაც იმად, რომ საერთაშორისო ასპარეზზე იყოს ზეწოლა.

რუსი ვინც არის ძალიან კარგად ვიცით და ისიც ვიცით, რომ ჩვენ სხვა ფორმით შესაძლებლობა არ გვაქვს თავდაცვის, მაგრამ ჩუმად რატომ ვართ და რატომ არ ვიყენებთ ამ საერთაშორისო პლატფორმებს, აი, ეს არის ახალი კითხვის ნიშანი. 

რუსეთის გაღიზიანებას არავინ აპირებს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ დავიცვათ საქართველო. ეს არის ხელისუფლების ამოცანა.

ჩვენ გამოგვიცხადა ხელისუფლებამ, რომ საარჩევნო, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების გატარებას არ აპირებენ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ხომ პირდაპირაა დაკავშირებული ევროპასთან? მე არ უარვყოფ, რუსეთის ფაქტორი ძალიან დიდია, მაგრამ ჯერ აფხაზებისთვისაც კი არ ვართ მიმზიდველები, როცა საქართველოდან გარბიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, აფხაზს რატომ მოუნდება აქ მოსვლა?", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის მთლიანობისთვის გამოსავალი ევროპაშია.

"გამოსავალს ევროპაში ვხედავთ. ეს ისტორიული შანსია და არა ლამაზი სიტყვა, როგორც სადღეგრძელოებში. ეს არის რეალობა. დაჩქარებული წესით, უახლოეს 4 წელიწადში საქართველო შევიდეს ევროკავშირში", - განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტის - ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიზნით მუშაობას. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები