წყალტუბოელმა ახალგაზრდებმა გელათის მონასტერში დავით აღმაშენებლის სახელს პატივი მიაგეს

საქართველოს უდიდესი მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით წყალტუბოელმა ახალგაზრდებმა გელათის მონასტერში წმინდანად შერაცხილი მეფის სახელს პატივი მიაგეს.

გელათის სამონასტრო კომპლექსში შემეცნებითი ტური მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივითა და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლის დათვალიერების შემდეგ გაიმართა დისკუსია საქართველოს ისტორიაში დავით lV-ის, როგორც ქვეყნის გამაერთიანებლის და აღმაშენებლის როლზე, ისაუბრეს ასევე შუა საუკუნეების საქართველოში გელათის აკადემიაში მიმდინარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელობაზე.

მსგავსი სიახლეები