წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი იმ სოფლებში იმყოფებოდა, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი დღეს მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში იმყოფებოდნენ, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა.

"მეწყერი ჩამოწვა მექვენა - დერჩის დამაკავშირებელ გზაზე და ონჭეიშის ხიდზე, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები, კეთდება შემოვლითი გზა, უახლოეს მომავალში დაიწყება ონჭეიშის ხიდის რეაბილიტაცია", - აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.

ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლები და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისიის წევრები, მიმდინარეობს ზარალის დათვლა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი.

ამ დროისათვის მექვენა - დერჩის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობა შეზღუდულია.

მსგავსი სიახლეები