პაატა მანჯგალაძე - ეს ცვლილება არ არის რეკომენდაციის შესრულება და არ დააყოვნებს შეფასებები ჩვენი პარტნიორებისგან

"ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციურ პარტიებთან ყველანაირი კონსულტაციის გარეშე ცალმხრივად, მეორე მოსმენით მიიღო ცვლილება, რომლითაც უმრავლესობით აირჩევს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს ერთპარტიულად, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ Front News-თან განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ეს არ არის ევრორეკომენდაციის შესრულება, რაზეც ევროპელი პარტნიორებისგან დაუყოვნებლი იქნება შესაბამისი რეაქცია.

"9 პირობიდან ერთ-ერთი, რომელიც დაჩქარებული წესით მოგვცეს ევროკავშირის წევრებმა მოლაპარაკებების დაწყების წინ, არის საარჩევნო რეფორმა. საარჩევნო რეფორმა გულისხმობდა, რომ ადმინისტრაციის, თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის წესებზე შეთანხმებულიყო ოპოზიცია და ხელისუფლება. ეს გვითხრეს ევროპელმა პარტნიორებმა. "ქართულმა ოცნებამ“ კი ოპოზიციურ პარტიებთან ყველანაირი კონსულტაციის გარეშე ცალლმხრივად, მეორე მოსმენით მიიღო ცვლილება, რომლითაც უმრავლესობით აირჩევს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს ერთპარტიულად. აი, ეს არის ეს ცვლილება სულ, რაც პირდაპირ არის ევრორეკომენდაციის დარღვევა. ჩვენ ვნახავთ, რომ ეს ნაბიჯი უარყოფითად აისახება ევრორეკომენდაციებზე და არ დააყოვნებს შეფასებები ჩვენი პარტნიორებისგან, რომ ეს ცვლილება არ არის რეკომენდაციის შესრულება", - განაცხადა მანჯგალაძემ.

პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პაკეტი დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. ცვლილების მომხრე იყო 81 დეპუტატი, ხოლო 7 წინააღმდეგი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები