ბაიდენი - კონგრესმენის მხრიდან უკრაინის დახმარების გაჭიანურება კრიმინალური უმოქმედობაა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის კონგრესში უკრაინის მხარდასაჭერად თანხების გამოყოფის შეფერხებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ასეთი გაჭიანურება კონგრესმენების მხრიდან "კრიმინალური უმოქმედობაა".

ვაშინგტონში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესი "საშინელი შედეგების“ შესახებ გააფრთხილა, თუ ამერიკელი კონგრესმენები უკრაინის დაფინანსებას არ დაამტკიცებენ.

"უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით კონგრესის წარუმატებლობა ახლოს არის კრიმინალურ დაუდევრობასთან. ეს აღმაშფოთებელია“, - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელი კონგრესმენები შეთანხმებას მაინც მიაღწევენ და უკრაინის მხარდასაჭერად თანხებს გამოყოფენ.

"იმედი მაქვს, წარმომადგენელთა პალატა მოგყვებათ და მიიღებს აუცილებელ გადაწყვეტილებას მხარდაჭერის შესახებ”, - აღნიშნა შოლცმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები