ზელენსკიმ სირსკის და ბარგილევიჩის მოადგილეები დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრე სირსკის და გენერალური შტაბის უფროსის ანატოლი ბარგილევიჩის მოადგილეები დანიშნა.

"ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვის ძალებში მართვის გუნდის გადატვირთვას. ახლა უკვე ახალი მოვალეობების შესრულებას იწყებენ ადამიანები, რომლებსაც ჯარში კარგად იცნობენ და თავადაც კარგად იციან რა სჭირდება ჯარს. ამ ომის საბრძოლო მეთაურები, რომელთა გამოცდილება საერთო არმიის დონეზე გამოადგება", - განაცხადა ზელენსკიმ.

სირკის მოადგილე გახდა პოლკოვნიკი ვადიმ სუხარევსკი (პასუხისმგებელი იქნება უპილოტო სისტემებზე და ჯარისკაცების მიერ დრონების გამოყენების განვითარებაზე); პოლკოვნიკი ანდრეი ლებედენკო (პასუხისმგებელია ინოვაციებზე, არმიის ტექნოლოგიურ კომპონენტზე და საბრძოლო სისტემებზე).

გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები გახდნენ: ბრიგადის გენერალი ვლადიმერ გორბატიუკი (ოპერატიული მუშაობა, შტაბის მუშაობა, დაგეგმვა, მართვა);

ბრიგადის გენერალი ალექსეი შევჩენკო (ლოგისტიკა, ლოგისტიკის მაქსიმალური ხარისხი არმიაში);

ბრიგადის გენერალი მიხაილ დრაპატი (ჯარის მომზადება და მაღალი ხარისხის წვრთნები).

"საბრძოლო მეთაურების, საბრძოლო ბრიგადების, ჩვენი ქვედანაყოფების მთელი რეალური გამოცდილება, რომლებმაც შექმნეს ჯარისკაცების მომზადებისა და საბრძოლო მოქმედებების შეფასებისა და ანალიზის მაღალი ხარისხის სისტემა - მთელი ეს გამოცდილება უნდა განხორციელდეს უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები