"საერთაშორისო გამჭვირვალობა" - კუპრაშვილმა მრჩევლად "ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან და უჩა მამაცაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენი დანიშნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა მრჩევლად „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან და უჩა მამაცაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენი, ასევე მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის დონორი – ვასილ ბაბლუანი დანიშნა. ბაბლუანი "საპარტნიორო ფონდის“ და სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარიცაა. ვასილ ბაბლუანმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ჯამში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გაიღეს.

"ვასილ ბაბლუანის კომპანიებმა სახელმწიფოსგან, კერძოდ კი „საპარტნიორო ფონდისგან“ (2023 წლიდან: საქართველოს განვითარების ფონდი) ორ პროექტზე მიიღეს დაფინანსება: „ქართული სანაშენე ღორის ფერმა რაჭაში“ და „კერამიკული აგურის ქარხანა.“

ორივე პროექტი კომპანია შპს ჯეეს იბერია ქონსალთინგ-ის მიმდინარე ბიზნესპროექტებია. ამ კომპანიის 40%-იან წილს საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე ემზარ ნოზაძე ფლობს. ემზარ ნოზაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის ძმაა, რომელიც უჩა მამაცაშვილის სიძეა. უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი და მისი ნდობით აღჭურვილი პირია.

ღორების ფერმის პროექტის ღირებულება 700 000 დოლარია, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 50%-ია. პროექტის უშუალო განმახორციელებელი კომპანიაა შპს ნატივე ჯორჯიან, რომელიც 2016 წლის მარტში დარეგისტრირდა და სადაც ვასილ ბაბლუანი 49%-იან წილს ფლობს. „სტუდია მონიტორის“ გამოძიების მიხედვით, გარდა თანამონაწილეობისა, ბიუჯეტიდან დამატებით 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯა ღორების ფერმამდე მისასვლელი გზის დაგებისთვის.

რაც შეეხება აგურის ქარხანას კასპში, პროექტი 3,2 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოითხოვს და აქედან "საპარტნიორო ფონდის“ თანამონაწილეობა 34%-ია. პროექტის განმახორციელებელი კომპანიაა შპს კერამიკა ელ ტორენტე +,[1] რომლის 24.5% წილს ვასილ ბაბლუანი ფლობს, 25%-ს ბიძინა სონღულაშვილი, რომელიც "ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით სონღულაშვილის ძმაა. კომპანიის დარჩენილ 50.5%-ს შპს "სონნეთ ქონსთრაქშენი" ფლობს, რომლის 72%-ს იოსებ სონღულაშვილი, დავით სონღულაშვილის კიდევ ერთი ძმა, ფლობს. საინტერესოა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ თანახმად, პროექტში ჩართულნი არიან „ბანკი ქართუ“ და სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში.“ ფონდის წილი 1.1 მილიონი დოლარია.

2018 წელს საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ბაბლუანის კომპანიამ კასპში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 28 155 კვ.მ მიწა მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით 1 ლარად მიიღო 492 912 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით, რომლის შესრულების ვადაც სახელმწიფომ 2-ჯერ გაუხანგრძლივა.

ბაბლუანის პროექტებში სახელმწიფოს თანამონაწილეობაში კორუფციის სავარაუდო ნიშნებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ჯერ კიდევ 2019 წელს, ხოლო 2021 წელს „სტუდია მონიტორის“ გამომძიებელი ჟურნალისტები ამახვილებდნენ ყურადღებას.

2013-2021 წლებში ვასილ ბაბლუანმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 501 000 ლარი შესწირეს. მათ შორის, ემზარ ნოზაძემ 135 000 ლარი, ბიძინა და იოსებ სონღულაშვილებმა 270 000 ლარი, ხოლო თავად ვასილ ბაბლუანმა - 10 000 ლარი.

დღეისთვის ვასილ ბაბლუანი 11 კომპანიაში ფლობს წილებს და 9 კომპანიაში იკავებს დირექტორის თანამდებობას. იგი არის ესპანეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დამფუძნებელი. ანტიკორუფციული ბიუროს მრჩევლის რანგში მისი ესპანეთში ვიზიტის ფარგლებშიც და შემდეგაც, ბაბლუანის ინტერვიუებში ჩანს, რომ იგი კვლავ აგრძელებს აქტიურ ბიზნესსაქმიანობას და მის ძირითად ინტერესს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.

ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ვასილ ბაბლუანის განათლებისა და გამოცდილების შესახებ, არც იმის შესახებ, თუ რომელი დარგობრივი/სექტორული მიმართულებით გასცემს იგი რჩევებს ბიუროს მრჩევლის რანგში.

აღსანიშნავია, რომ კარგი საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით (OECD/ACN) თანამდებობის პირის მრჩევლები ქონებრივი და ინტერესთა მდგომარეობის დეკლარაციას უნდა ავსებდნენ და ის საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს გაასაჯაროოს ინფორმაცია ბიუროს მრჩევლების შესახებ.

ნაცვლად იმისა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მაკოორდინირებელი პასუხისმგებელი უწყება თავად გამოირჩეოდეს ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხით, ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში 22 დეკემბერს დახურულ ფორმატში წარადგინა. როგორც პრესრელიზიდან ირკვევა, ბიუროს უფროსმა ყურადღება არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობაზეც გაამახვილა, თუმცა ბიუროს არც ამ ანგარიშის პრეზენტაციაზე და არც სხვა ღონისძიებებზე ანტიკორუფციული საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები არ მიუწვევია. წარდგენილი ანგარიში ბიუროს ვებგვერდზე ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე ხელმისაწვდომი არ არის:

ინფორმაცია ბიუროს უფროსის მოადგილეების შესახებ, მათი სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია;

ბიუროში დასაქმებულ პირთა რაოდენობა; ბიუროს მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები, კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა.

საყურადღებოა, რომ ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება მხოლოდ ბიუროს უფროსსა და მის მოადგილეებზე ვრცელდება, რაც თავის მხრივ ამცირებს ამ უწყების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე ზღუდავს გარე მონიტორინგის შესაძლებლობას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უახლესი ამბები