"ჩინეთი აკვირდება" - სტოლტენბერგი აშშ-ს მოუწოდებს, უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დახმარება დაამტკიცოს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს უკრაინის ახალი 60 მილიარდი დოლარის დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაურკვევლობამ შეიძლება გამოიწვიოს ჩინეთის შეჭრა ტაივანში, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"იმედი მაქვს, რომ წარმომადგენელთა პალატა დათანხმდება უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ეს არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია ჩვენი უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ევროპა და კანადა ასევე აძლიერებენ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და მათი მთლიანი დახმარება უფრო დიდია, ვიდრე ამერიკული დახმარება, მაგრამ აშშ-ის წვლილი "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".

სტოლტენბერგის განცხადებით, თუ რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება სიგნალი არა მხოლოდ მისთვის, არამედ სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვისაც, რომ ძალით შეუძლიათ მიიღონ ის, რაც სურთ. ეს კი "მსოფლიოს უფრო საშიშს გახდის და დასავლეთს უფრო დაუცველს".

"დღეს ეს არის უკრაინა, ხვალ ეს შეიძლება მოხდეს ტაივანში. ამიტომ, პეკინი, ჩინეთი ყურადღებით აკვირდება რა ხდება უკრაინაში", - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები