ნიკა ობოლაძე - 12 წელი ჰქონდათ, რომ ევლოთ, ენახათ და ემუშავათ, მაგრამ ნაცვლად ამისა, თავით ფეხებამდე კორუფციაში ჩაებნენ

დაიწყეს განცხადებები, რომ თითქოს სადმე ჩავლენ, მათ ჰქონდათ 12 წელი, რომ ევლოთ, ენახათ და ემუშავათ, მაგრამ ნაცვლად ამისა, ისინი თავით ფეხებამდე კორუფციაში ჩაებნენ, - ამის შესახებ Front News-ს პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა ობოლაძემ განუცხადა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას“ არ ადარდებს ხალხის რეალური პრობლემები და ხელისუფლების მიზანი კორუფციის გზით გამდიდრებაა.

"ქართული ოცნება“ აბსოლუტურად მოწყვეტილია ხალხს და რეალობას. ისინი არ აღიარებენ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს, არ აღიარებენ უმუშევრობას, სოციალურ პრობლემებსა და მასობრივ ემიგრაციას. ისინი აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, ფასები სტაბილურია და ინფლაცია არ არის. ისინი არაადეკვატურები არიან და შესაბამისად, შეუძლებელია, რომ მათ გამარჯვების შესაძლებლობა ჰქონდეთ. მათი მიზანი არ არის პრობლემებთან გამკლავება, მათი მიზანია ხელისუფლებაში დარჩენა და კორუფციის გზით მოიპოვონ მეტი ფული. მათ უნდათ მხოლოდ ის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება და არ ადარდებთ ხალხის ინტერესი. 

აცხადებენ, რომ თითქოს სადმე ჩავლენ. მათ ჰქონდათ 12 წელი, რომ ევლოთ, ენახათ და ემუშავათ, მაგრამ ნაცვლად ამისა, ისინი თავით ფეხებამდე კორუფციაში ჩაებნენ. ეს ივანიშვილმაც კი აღიარა, რომ "ოცნებაში“ კორუფციაა და ახლა თავის მოჩვენება, თითქოს აწუხებდეთ ხალხის პრობლემები, არის ტყუილი", - განაცხადა Front News-თან ნიკა ობოლაძემ.

"ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ აპირებს 100 დღეში 10 რეგიონში ჩასვლას და შეხვედრებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები