თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცი, რომელსაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

დაკავებული ჯერჯერობით არავინ არის.