ზელენსკი - მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე ქვეყანასთან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შეთანხმდა

უკრაინის დელეგაციამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე ქვეყანასთან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შეათანხმა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"არის შეხვედრები, სადაც რამდენიმე სახელმწიფოსთან თავდაცვის პაკეტებზე შევთანხმდით. არის საარტილერიო და 155 კალიბრის ჭურვები. არის დიდი პაკეტები, მაგრამ სანამ არ ჩამოვა, ვერ გეტყვით დეტალებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, ზელენსკის თქმით, არსებობს შეთანხმებები უკრაინისთვის იარაღის წარმოებაზე.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვალს დაიწყო. 150-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი შეიკრიბა გერმანიაში, რათა განეხილათ გლობალური უსაფრთხოების საკითხები. უკრაინის დახმარება ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები