ზელენსკი - კუპიანსკიდან, სადაც მტრის არტილერია არ ჩერდება, პოლონეთის საზღვრიდან ცნობები უბრალოდ დამცინავად გამოიყურება

კუპიანსკიდან, სადაც მტრის არტილერია არ ჩერდება, ცნობები პოლონელი ფერმერების მიერ საზღვრის ბლოკადის შესახებ უბრალოდ დამცინავად გამოიყურება. უკრაინამ და პოლონეთმა უნდა ეძებონ საერთო რაციონალური გადაწყვეტილებები არსებული სიტუაციიდან გამოსასვლელად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"რაც ხდება ჩვენს დასავლეთ საზღვარზე - პოლონეთის საზღვარზე - არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც რაღაც ნორმალური ან ჩვეულებრივი. ჩვენ გვჭირდება მარტივი და გასაგები სამართლიანობა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტის მხოლოდ 5% გადის პოლონეთის საზღვარზე, ასე რომ, საქმე რეალურად არა მარცვლეულს, არამედ პოლიტიკას ეხება.

”და კუპიანსკის სიახლოვიდან, რუსეთთან საზღვრიდან არც თუ ისე შორს, სადაც მტრის არტილერია არ ცხრება, პოლონეთთან საზღვრის ამბები უბრალოდ დამცინავად გამოიყურება. ჩვენ გვჭირდება ერთობლივი გადაწყვეტილებები, რაციონალური გადაწყვეტილებები ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად. ჩვენი გადაწყვეტილებები, უპირველეს ყოვლისა, პოლონელებთან და ყველასთან ევროპაში, ვისაც ევროპის ბედი აწუხებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

პოლონელი ფერმერები უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვას ითხოვენ, ისინი ასევე ეწინააღმდეგებიან ევროპის აგრარულ პოლიტიკას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები