საქართველოს მწერალთა სახლში რაულ ეშბას და სვეტლანა ქეცბას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და  საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა, საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია -„გულანის“ ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს მწერალთა სახლში აფხაზი თანამემამულეების - რაულ ეშბასა და სვეტლანა ქეცბას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სიუჟეტი რაულ ეშბასა და სვეტლანა ქეცბას ცხოვრებასა და საქართველოს წინაშე მათ ღვაწლზე, პატრიარქის ნათლულთა გუნდმა  “საგალობელი“  და ანსამბლმა „ნართები“ შეასრულეს რამდენიმე სიმღერა ქართულ და აფხაზურ ენებზე, ხოლო მოწვეულმა მწერლებმა წარმოადგინეს რაულ ეშბასა და სვეტლანა ქეცბასადმი მიძღვნილი ლექსები.

მოწვეულ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა.

"ღონისძიებაზე წარმოდგენილი სიუჟეტის ემოციების გარეშე ყურებაც ჩემთვის პირადად ძალიან რთულია, რადგან იგი ჩემი ბავშვობის ტრაგიკულ ისტორიასა და უზომოდ საამაყო ორ დიდებულ ადამიანს უკავშირდება.

ქალბატონი სვეტლანა ქეცბა  საოცარი ბუნების, უბრალო, ნაზი, თბილი, მართლაც, რომ გამორჩეული ადამიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე პატარა ვიყავი, კარგად მახსოვს მისი ფაქიზი და უთქმელი სითბო.

ბატონ რაულ ეშბაზე საუბრისას კი მხოლოდ აღმატებული ტერმინისა და ტონის გამოყენება შეიძლება. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ის არის ქართულ-აფხაზური ნამუსის, ღირსების, სინდისის, დიდების, პატიოსნების და ამ ღირებულებების გადარჩენის სიმბოლო, ისტორიული გმირი, რომელმაც ჩვენს ერთობას შესწირა თავი და მისი ხსოვნა მარადიული უნდა იყოს.

დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ღონისძიებას დაესწრო და ჩვენთან ერთად გაიზიარა ეს დღე, როცა პატივი მივაგეთ ქართულ-აფხაზური საზოგადოების უდიდეს გმირებს, სამაგალითო ადამიანებს, რომლებმაც თავისი გული, სული და სიცოცხლე შესწირეს ჩვენს ისტორიას.

მე მჯერა, მსგავსი საღამოები არის ერთ-ერთი წინაპირობა იმის, რომ ჩვენი ერთობა გარდაუვალია, ქართველები და აფხაზები მალე ისევ ერთად ვიქნებით, ეს გოლგოთის გზა მალე სიყვარულით და მშვიდობით დასრულდება. ერთმანეთის პატივისცემით, მხოლოდ ერთად შევძლებთ ჩვენი გულების გაერთიანებას და აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ისევ ერთად ვიცხოვრებთ ერთიან და ძლიერ საქართველოში, ვიქნებით ერთმანეთის იმედი და  მალე ყველანი ერთად სოხუმში პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს!“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები