ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ის უნდა გათავისუფლდეს, აქ გადამწყვეტია პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ის უნდა გათავისუფლდეს. აქ გადამწყვეტი არის საქართველოს პრეზიდენტი, - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

გვარამია "ქართული ოცნებისგან" სააკაშვილის მიმართ პოზიციის შეცვლას არ ელის, თუმცა ახლა გადამწყვეტ მნიშვნელობას საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს აკისრებს.

"გულწრფელად უნდა ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ის უნდა გათავისუფლდეს. აქ არის წერტილი! ამას გაგრძელება არ აქვს. ხელისუფლება რა ამბობს, გასაგებია  ჩემთვის, მაგრამ ზოგი ოპოზიციური პარტია უმძიმეს შეცდომას უშვებს. სულ ტყუილად ჰგონიათ, რომ ეს მათ რაიმე რეიტინგს მატებთ. ყველამ თავისი გზა თავად გადაწყვიტოს, მაგრამ მე სადაც არ უნდა ვიყო, ნებისმიერ პოლიტიკურ პატიმარზე გამიჭირდება თქმა, რომ ის არ არის პოლიტიკური პატიმარი. როგორც არ უნდა მეჩვენებოდეს, რომ მაწყობს საარჩევნოდ პატიმრების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, ამას არასოდეს არ ვიტყვი არცერთ ვითარებაში და მგონია, რომ ეს არის სწორი, ეთიკური და პრაგმატულადაც სწორი  საქციელი. "ქართული ოცნება" გასაგებია, რა პოლიტიკური მიმართულებაც არის, მაგრამ აქ გადამწყვეტი არის საქართველოს პრეზიდენტი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები