ნიკა გვარამია - გახარიასთან დაკავშირებით მე წარსულთან მიმართებით კითხვების დასმას ამ ეტაპზე არ ვაპირებ

გახარიასთან დაკავშირებით მე წარსულთან მიმართებით კითხვების დასმას ამ ეტაპზე არ ვაპირებ. ალბათ, გახარიასაც აქვს ჩემთან დაკავშირებით წარსულზე შეკითხვები. მასაც ვთავაზობ და ყველა დანარჩენს, წარსულზე ვილაპარაკოთ უსაფრთხო მომავალში როცა ვიქნებით, - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, შიდა კვლევები აჩვენებს, რომ ბევრი რამ გახარიას პარტიას აქცევს 5%-იან ბარიერის ქვეშ მყოფ პარტიად.

"მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ ოპოზიციური სპექტრიდან, ვინც გაბედა და თქვა - გახარიასთან დაკავშირებით მე წარსულთან მიმართებით კითხვების დასმას ამ ეტაპზე არ ვაპირებ. ალბათ, გახარიასაც აქვს ჩემთან დაკავშირებით წარსულზე შეკითხვები. მასაც ვთავაზობ და ყველა დანარჩენს, წარსულზე ვილაპარაკოთ უსაფრთხო მომავალში, როცა ვიქნებით. დღეის მდგომარეობით, წარსულზე ლაპარაკით შეიძლება დავკარგოთ მომავალი და ჩავრჩეთ ამ ტალახიან აწმყოში. 

მე გახარიასთან მაქვს ერთადერთი შეკითხვა და ის უკავშირდება მომავალს - რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება გადაწყვეტილების მიმღები - ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში თუ ოპოზიცია. 

რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მხარეს არ ვიქნები, გასაგებია, რომ ასეთი უნდა იყოს პასუხი, მაგრამ ეს არ არის დამარწმუნებელი ჩემთვის. 

შიდა კვლევები აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა, ასევე, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორი საჯარო კომუნიკაციის ფორმები და ასევე, გაუგებარი განცხადებები და თავდასხმები ოპოზიციაზე, გახარიას პარტიას აქცევს 5-პროცენტიანი ბარიერის ქვეშ მყოფ პარტიად, ასე თუ გაგრძელდა ის დარჩება იქ, სადაც არის, ცუდია, თუ ასე გაგრძელდა, ეს ჩემთვის არ არის სასურველი სცენარი, იმიტომ, რომ გახარია იღებს ხმებს ივანიშვილის ყულაბიდან“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები