დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორ ზურაბ უტიაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, უკვე არსებულ პარტნიორობასა და შემდგომი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებების ერთობლივად განხორციელების მიზნით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე. 

აღსანიშნავია, რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. 

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

"მოხარული ვარ, რომ მხარეებმა ერთობლივად გამოვხატეთ მზადყოფნა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების გადაწყვეტის მიზნით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე, მათ შორის დავგეგმეთ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან ერთობლივი შეხვედრები.

სწორედ, აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაციით და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით, არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ.

აფხაზეთიდან დევნილთა წინაშე მდგარი ყველა გამოწვევის მოგვარება მცირე დროში ძალიან რთულია, თუმცა ჩვენი პირველი ამოცანა და მიზანი არის, უმოკლეს დროში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, შევძლოთ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული ძირითადი კრიტიკული საკითხების მოგვარება.

მადლობას ვუხდი დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს, ბატონ ზურაბ უტიაშვილს მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობისთვის", - განაცხადა დავით ფაცაციამ.

მსგავსი სიახლეები