კახა კალაძე - ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის, სააკაშვილის შეწყალება რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პირადად მისთვის

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის, სააკაშვილის შეწყალება რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პირადად მისთვის, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიის კითხვას, შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მხოლოდ სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდება.

"რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, თუმცა, ვფიქრობ, მასაც კარგად ესმის, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს სააკაშვილის შეწყალება პირადად მისთვის, რადგან ამ ადამიანს თავის ქვეყნისა და ხალხის წინაშე მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც სასჯელს მოიხდის იმ დანაშაულზე, რაც მან ჩაიდინა.

რაც შეეხება უცხოელების განცხადებებს,  ეს ყველაფერი გაშიფრული სქემაა, რომელიც შენიღბულია ლობიზმით. იხდიან ფულს, რითაც შესაძლებელია რეზოლუციების მიღება, კონკრეტული ევროპარლამენტარების მიერ განცხადებების გაკეთება, შეიძლება სისულელეები ილაპარაკონ, მაგრამ მთავარია, ფული აიღონ“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები