რუსეთ-უკრაინის მეორე წლისთავთან დაკავშირებით 23 თებერვალს პანელური დისკუსია გაიმართება

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი უკრაინის საელჩოსთან ერთად "Friedrich-ebert-stiftung” (FES) მხარდაჭერით 23 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომიდან 2 წლისთავზე პანელურ დისკუსიას გამართავენ.

სასტუმრო "სტამბაში" პანელურ დისკუსიაზე განხილული იქნება დღევანდელი ვითარება ფრონტზე, ომის შესაძლო დამთავრების ვარიანტები და პუტინის რეჟიმის საფრთხე ტერიტორიების დათმობების მოწოდებით მშვიდობის სანაცვლოდ.

"ომის დაწყებიდან უკრაინამ თავისი დაკარგული ტერიტორიების 50% დაიბრუნა, კონტრშეტევებით რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები შეასუსტა, განსაკუთრებით რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რუსეთი გამაგრებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განაგრძობს შეტევას ქალაქებზე, მის ინფრასტრუქტურაზე და მოსახლეობაზე, რაც ერთ მხრივ ავტოკრატიული სახელმწიფოების ბრალიცაა, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან.

მიუხედავად იმისა რომ დასავლეთის სანქციები ცდილობს შეარყიოს რუსეთის ეკონომიკა, ის მაინც განაგრძობს ბიუჯეტი გამოყოფას “კრემლის ომის მანქანისთვის”, კიევი კი მოუწოდებს დასავლეთის სახელმწიფოებს, რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო დახმარებას და კიდევ უფრო გამკაცრებულ სანქციებს, რადგან გაიზარდოს უკრაინის გამარჯვების შანსები, სრული ტერიტორიული მთლიანობისთვის.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო მშვიდობის სამიტისთვის ემზადება, რომელიც შვეიცარიაში  წელს გაიმართება, სადაც შეეცდება ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიები და მოლაპარაკება შეძლოს, ალიანსი ემზადება 75-ე საიუბილეო სამიტისთვის ვაშინგტონში მიმდინარე წლის ივლისში", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

უახლესი ამბები