იაგო ხვიჩია - არათუ მხარს დავუჭერ, არამედ ყველანაირად შევეწინააღმდეგები ე.წ. ვეტინგის შემოღებას

არათუ მხარს დავუჭერ, არამედ ყველანაირად შევეწინააღმდეგები ე.წ. ვეტინგის შემოღებას. ძალიან მიკვირს, რატომ მოსდით „ნაცებს“ თავში ასეთი წვეტიანი აზრები, რომ სასამართლოს ისევ ჯიბეში ჩავიდებთო და ეს ჰგონიათ მომგებიანი, - ამის შესახებ პარტია "გირჩის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია "ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, დაფიქრდნენ ისეთ სიტყვებზე, როგორიც არის სასამართლო რეფორმა და მისი არსი.

"არა თუ მხარს დავუჭერ, არამედ ყველანაირად შევეწინააღმდეგები ე.წ. "ვეტინგის" შემოღებას. და ძალიან მიკვირს, რატომ მოსდით "ნაცებს“ თავში ასეთი წვეტიანი აზრები, რომ სასამართლოს ისევ ჯიბეში ჩავიდებთო და ეს ჰგონიათ მომგებიანი. თუ დაამატებენ, რომ უცხოელ მოსამართლეებს ჩამოვიყვანთ და მათი მეშვეობით ჩავიდებთ ჯიბეში სასამართლოს. თან ყველაზე მთავარი ისაა, რომ „ნაცებს“ სასამართლოს სხვანაირ მოწყობაზე აქვთ ხელი მოწერილი იმ დოკუმენტზე, რომელიც არჩევნების წინ ჩვენი მეშვეობით დაადგინა ოპოზიციამ. აქედან გამომდინარე, არათანმიმდევრულობაა ის, რაც "ნაცებს" აზიანებთ, ის, რაც სააკაშვილს აზიანებს და ციხეში ამყოფებს. "ნაცებს" ვურჩევდი, რომ აზრი დაატანონ ისეთ სიტყვებს, როგორიც არის სასამართლო რეფორმა. მგონი, აბსურდია, ერთი მხრივ, ამბობდე, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ არც სასამართლოში, არც არსად, მერე ამბობდე, მე გავაკეთებ "ვეტინგის" სისტემით სასამართლოს არჩევას, რადგან სინამდვილეში ამბობ, რომ მე შევარჩევ ამერიკელ მოსამართლეებს და მათი მეშვეობით იმავე წესრიგს დავამყარებ, რაც მურუსიძის მეშვეობით გვქონდა აქამდე მოწყობილი", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.  

პარტია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ე.წ. „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით წინადადება წარადგინა, რომელიც მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები