უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 409010 (+770) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 24.02.24-მდე: ტანკები - 6534 (+8), ჯავშანტექნიკა - 12425 (+15), საარტილერიო სისტემები - 9952 (+36), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 999 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 684 (+2), თვითმფრინავები - 340 (+1), ვერტმფრენები - 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 7659 (+31), ფრთოსანი რაკეტები - 1905 (+2).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 25 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 12988 (+28), სპეციალური ტექნიკა - 1576 (+1).